დღეს, 9 თებერვალს პრეზიდენტისთვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის წარდგენის  ვადა 19:00 საათზე   იწურება. როგორც პრეზიდენტის მრჩეველი სამართლებრივ საკითხები კახა კოჟორიძე აცხადებს ამ დროისთვის  დასახელებულია 20-მდე კანდიდატი.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატებს  საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს, სავარაუდოდ, ოთხშაბათს.
„პრეზიდენტი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ დასახელებული კანდიდატი მოვა შესაბამისობაში დასახელებულ კრიტერიუმებთან," - განაცხადა კახა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ  მოქმედ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კოტე კუბლაშვილს უფლებამოსილება 25 თებერვალს იწურება.