იური ვაზაგაშვილის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს გია სოსანაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
ადვოკატ სოსო ჯოგლიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს.
სავარაუდოდ, დღეს გამოძიება სასამართლოს სოსანაშვილსთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართავს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა და პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავა.
იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.