მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთის დამარცხება შეუძლია, ჩეჩნეთის პრეზიდენტი ეხმაურება. „როდესაც ადამიანი მასხარად იბადება, ის ვერასდროს გახდება მეფე. ამერიკელებმა სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტზე დასვეს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა ემართა, ჰალსტუჰებს ჭამდა და მხდალივით იმალებოდა. და ახლა ეს მასხარა აძლევს უკრაინას რჩევებს, როგორ უნდა დამარცხდეს რუსეთი. რა მასხარა უნდა იყოს ამ დროს პოროშენკო, როდესაც მას უსმენს? რუსეთის დამარცხება დღემდე ვერავინ შეძლო და მას ვერც სააკაშვილი და პოროშენკო დაამარცხებენ,"-აცხადებს კადიროვი.
მასალის გამოყენების პირობები