იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბარლდებული გია სოსანაშვილი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ, საგამოძიებო უწყებაში გამართულ პრესკონფერენციაზე მთავარი პროკურორის მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცახდა.
,, ამ ეტაპზე დაკავებული ბრალს არ აღიარებს. თუმცა მე მინდა განვაცხადო და საზოგადოებას განვუმარტო, რომ ზოგადად დნმ-ის კვლევა და კვალი იმდენად მყარი მტკიცებულებაა, რომ შეგვიძლია ვიმსჯელოთ რომ 100%-ით ეს არის უტყუარი მტკიცებულება", _განაცახდა ირაკლი შოთაძემ.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები