პროკურატურამ იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმე გახსნა და პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავ. ამის შესახებ, ცნობილი საგამოძიებო უწყებაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები