იური ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგი დაინიშნა.
მთავარი პროკურატურში საგანგებო ბრიფინგი 15:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ იური ვაზაგაშვილი 20 იანვარს, შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე გარდაცვლილი იპოვნეს. ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
იური ვაზაგაშვილი წლების მანძილზე ითხოვდა 2006 წელს, სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საქმის გამოძიება.