აბაშის რაიონის სოფელ კეთილარში 52 წლის ტოტია მესხია მოკლეს და შემდეგ მისი ცხედარი და ფერმა დაწვეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალი მკვლელობის, ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანების შესაბამისი მუხლებით წარედგინა. დაკავებული ტოტია მესხიას 22 წლის თანაშემწეა, რომელმაც მკვლელობის შემდეგ ფერმიდან 30 სული საქონელი წაიყვანა.
მასალის გამოყენების პირობები