ჯონ მაკკეინი გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს. გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის თქმით, მერკელი უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით სათანადო აქტივობას ვერ იჩენს.
"მინდა ვკითხო კანცლერს, როდემდე უნდა იღუპებოდნენ უკრაინაში ადამიანები, სანამ ჩვენ მათ იმაში დავეხმარებით, რომ თავი დაიცვან? მას სურს უყუროს, თუ როგორ ანადგურებენ ევროპულ ქვეყანას პირველად მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,"-განაცხადა მაკკეინმა გერმანულ გამოცემა Die Zeit-სთვის მიცემულ ინტერვიუში.