საბერძნეთის ხელისუფლებაში მოსულ მემარცხენეებს ნატოდან გასვლის საიდუმლო გეგმა აქვთ. ამის შესახებ იტალიური გამოცემა II Giornale წერს.
პუბლიკაციის თანახმად, "სიროზას" პროგრამა ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა უცხოური სამხედრო ბაზის დახურვას და ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან გასვლას აპირებს.
"იმ შემთხვევაში, თუ პრემიერი ციპრასი ამას გააკეთებს, საბერძნეთის სახით ევროპაში პატარა კუბას მივიღებთ,"-ნათქვამია სტატიაში.