იაპონიის პრემიერ-მინისტრი კურილიის კუნძულებთან დაკავშირებით მოლაპარაკების გააქტიურების პირობას იძლევა. სინძო აბე ტოკიოში გამართულ მიტინგზე გამოვიდა, რომელიც ჩრდილოეთ ტერიტორიების დაბრუნების მოთხოვნით ყოველი წლის თებერვალში ტარდება.
"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ მიმართულებით მოლაპარაკებები გააქტიურდეს და საბოლოო შედეგს მივაღწიოთ,"-აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.
კურილიის კუნძულები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეიყვანეს, რასაც იაპონია დღემდე აპროტესტებს.