მასშტაბური არეულობები ეკვადორიულ გვინეაში. აფრიკის თასის ნახევარფინალური მატჩი განასა და გვინეის ნაკრებებს შორის ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. არეულობა სტადიონზე შეხვედრის 83-ე წუთზე დაიწყო, როდესაც მასპინძელთა გუნდი 0:3 აგებდა. გვინეელმა გულშემატკივრებმა სტუმართა ტრიბუნას ქვები და ბოთლები დაუშინეს, რის შედეგადაც რამდენიმე განელი დაშავდა. არეულობის გამო შეხვედრის არბიტრს მატჩის შეჩერება მოუხდა. საბოლოოდ შეხვედრა სტუმართა გუნდის გამარჯვებით დასრულდა.