ფაბიო კაპელოს სახელფასო დავალიანების ნაწილი გადაურიცხეს. ამის შესახებ დღეს რუსეთის საფეხბურთო კავშირის წარმომადგენლებმა განაცხადეს. რუსეთისეროვნული ნაკრების მწრთვნელისთვის ხელფასის გადახდაში საფეხბურთო კავშირს, როგორც ჩანს, მილიარდერი ალიშერ უსმანოვი დაეხმარა, რომელმაც ღიად განაცხადა, რომ იტალიელი სპეციალისტის უხელფასოდ დატოვება სამარცხვინო საქციელი იქნება. კაპელოს კუთვნილი ანაზღაურება გასული წლის აგვისტოდან არ აუღია.