რუსეთის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია და პრობლემების სწრაფად გადაჭრის გზა არ არსებობს. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, ახალ რეალობასთან შესაგუებლად რუსულ ეკონომიკას ერთი ან ორი წელი დასჭირდება. "ფაქტია, რომ პრობლემებს უცებ ვერ მოვაგვარებთ. ახალ პირობებთან ადაპტაციისთვის მინიმუმ, 1-2 წელი გვესაჭიროება, თუმცა ყველანაირი პრობლემების მიუხედავად, რუსეთის კარი ღია რჩება ყველა ჩვენი პარტნიორისთვის და ჩვენი ინტეგრაციული ინტერესებიც არ იცვლება,"-აღნიშნა მედვედევმა.