12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, სახელოვნებო ინდუსტრია „არტპალასი" დიდი ქართველი საოპერო მომღერლის - პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ, სიურპრიზებით აღსავსე, გრანდიოზულ კონცერტს გეგმავს.
„არტპალასის" მოწვევით, კონცერტში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ესტუმრება ქართველ და უცხოელ ვარსკვლავთა ჯგუფი.
საგანგებოდ ამ თარიღისათვის სპორტის სასახლეში შენდება უპრეცედენტო 600მ2-იანი სცენა და ორიგინალური დეკორაცია, ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით.
კონცერტის კონცეფცია: მსოფლიო ბანს 60 წლის იუბილეს მხოლოდ პრიმადონები - ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მიულოცავენ.
კონცერტის მასშტაბურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ საქართველოში პირველად ჩამოვა ლეგენდარული ფრანგი მსახიობი ალენ დელონი, რომელიც ქართველ პიანისტ დავით ალადაშვილთან ერთად წარუძღვება საღამოს.
მონაწილეობენ:
• ნინო მაჩაიძე
• მაყვალა ქასრაშვილი
• იანო თამარი (ალიბეგაშვილი)
• ანიტა რაჭველიშვილი
• თამარ ივერი
• ნინო სურგულაძე
• მარიკა გულორდავა
• თეონა დვალი
• ნანა მირიანი (ქავთარაშვილი)
და უცხოელი პრიმადონები:
• მიშელ კრაიდერი
• ოლგა ბოროდინა
• ირინა მაკაროვა
სპეციალურად ამ დღისათვის ერთიანდება ორი მუსიკალური კოლექტივი - ზ.ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრისა და ე.მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრები, რომელთაც ორი მაესტრო უდირიჟორებს - ჯანლუკა მარჩანო და ნიკოლოზ რაჭველი.
გარდა მომღერლებისა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე - ლიანა ისაკაძე.
გენერალური სპონსორი - სამშენებლო კომპანია „ჯი დი ჯი"
მედიაპარტნიორი - ტელეკომპანია ,,იმედი"
რადიოპარტნიორები: ,,ფორტუნა", ,,არ დაიდარდო", ,,ავტორადიო" და ,,ფორტუნა+"
მონაწილეთა ოფიციალური გადამყვანი - გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა"
მასპინძელი სასტუმრო - „რადისონ ბლუ ივერია"
მხარდამჭერები: გაზეთები - „კვირის პალიტრა" და PRIMETIME, ჟურნალი OK!, myvideo.ge, outdoor.ge, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, ,,ემ ეს ჯგუფი", ,,ექსპო ჯორჯია"
მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი და თბილისის საკრებულო.