ვაშინგტონი კი უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგებას ამ ეტაპზე გამორიცხავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის პირდაპირი სამხედრო მხარდაჭერა კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს, რაც დაუშვებელია. ერნესტის მტკიცებით, ვაშინგტონს უკრაინის შეიარაღების გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც მიუღია და კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების ვარიანტს აქტიურად განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები