უკრაინას ლეტალური იარაღით არც ნატოს წევრი ქვეყნები მოამარაგებენ. ამის შესახებ ბრიუსელის მინისტერიალის დასრულების შემდეგ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა მარტინ სტროპნიცკიმ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის შეიარაღება კონფლიქტს კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების ინიციატივით გამოდის.