რუსეთი რეზერვისტთა მომზადებას იწყებს. შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა პუტინმა მოაწერა. ბრძანებულება ძალაში დღეიდან შევა. სარეზერვო მომზადებას ათობით ათასი გაწვეული რუსეთის შეიარაღებულ ძალებში, შინაგან ჯარებსა და ფსბ-ს სამსახურში გაივლის. იმ შემთხვევაში, თუ გაწვეულები კომისარიატებში არ გამოცხადდებიან, მათ 500 რუბლიანი ჯარიმის გადახდა მოუწევთ.