ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს პროკურატურაში არ დაუბარებიათ და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ივანიშვილის მთავარ პროკურატურაში დაბარების თაობაზე. თუმცა ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იური ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში, მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს.
„ასეთი საშინელი და საზარელი რამ, ვისაც თავში მოუვიდა, მისი მიზანი იყო, მოწმეების დაშინება, ასევე, მათ მიზანს წარმოადგენდა გამოძიებისთვის ხელის შეშლა, რომ გადარჩენილიყვნენ ისინი, ვინც მონაწილეობა მიიღო იური ვაზაგაშვილის შვილის მკვლელობაში. მეორე ვერსია არის, რომ ამ ჯგუფს იმედი აქვს, ქვეყანაში გამოიწვევენ შანტაჟსა და არეულობას. ასევე ნიჰილიზმს, რომ მათ მოახერხონ თავის გადარჩენა. მთელ საზოგადოებას, მთელ ქვეყანას ვპირდები, რომ ვერავინ შეძლებს ამას, ყველა, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ საზარელ მკვლელობაში, მკაცრად აგებს პასუხს ამაზე", - განაცხადება ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა 23 იანვარს გაკეთა.