გურჯაანის სასამართლოდან გაქცეული პატიმარი ბათუმში დააკავეს. ამის შესახებ, ინფორმაციას შსს პრესამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გურჯაანის სასამართლოდან სამართალდამცველებს პატიმარი გაექცათ.
ამასთან პროკურატურა იმ პოლიციელთა საქმეს შეისწავლის რომელთაც მსჯავრდებული სასამართლოდან გაექცათ.