ჩეჩნეთის პროკურატურა პრეზიდენტ კადიროვის ინიციატივაში უკანონოს ვერაფერს ხედავს. უწყების განმარტებით, კადიროვს დანაშაულებრივი მოწოდებები არ გაუკეთებია. საუბარია ჩეჩნეთის ლიდერის ახალ ინიციატივაზე, რომელიც ტერორიზმში ბრალდებულთა ნათესავებზე ზეწოლას და საცხოვრებელი სახლებიდან მათ გაძევებას ითვალისწინებს. ამ მოტივით ჩეჩნეთში ტერორიზმში ეჭვმიტანილების სახლები დაწვეს.
მასალის გამოყენების პირობები