იალტაში, სადაც ანტიჰიტლერული კოალიციის ხელმძღვანელი სახელმწიფოების კონფერენციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები გაიმართება, დღეს სატალინის, ჩერჩილისა და რუზველტის ძეგლებს ოფიციალურად გახსნიან. სკულპტურები ზურაბ წერეთელს ეკუთვნის.
ყირიმ-თათრეთის სახალხო მეჯლისმა ყირიმის ანექსიის ავტორ რუსეთისგან იალტაში ამ ძეგლის დადგამს მკრეხელობა უწოდა.
,,ყირიმელი თათრების დამოკიდებულება სტალინის მიმართ კარგად არის ცნობილი. თუ ძეგლს მაინც დადგამენ, ეს იქნება ყირიმისა და ჩვენი ხალხის მიმართ დამოკიდებულების დემონსტრირება.
ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ისინი უშუალოდ იქნებიან იმ შდეგებზე პასუხისმგებელნი, რაც ამ მონუმენტის დადგმას, ამ მკრეხელობას მოჰყვება." - ნათქვამია ყირიმელი თათრების მეჯლისის განცხადებაში.