შეერთებული შტატები უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგებას არ აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტი ობამა აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და რუსეთის შემდგომ იზოლაციას უჭერს მხარს, რამაც მოსკოვს უკრაინის მიმართ პოზიციის შეცვლა უნდა აიძულოს. ერნესტის მტკიცებით, სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ ეფექტურად მუშაობს და რუსეთის ეკონომიკას დიდ ზიან აყენებს.
მასალის გამოყენების პირობები