ზლატან იბრაგიმოვიჩმა თანაგუნდელებს პრესასთან ურთიერთობა აუკრძალა. „პარი სენ- ჟერმენისა" და ლილის შეხვედრის დასრულების შემდეგ გასახდელისკენ მიმავალ ფეხბურთელებს ჟურნალისტებმა ინტევიუ სთხოვეს, რამაც პარიზელთა ლიდერი გააღიზიანა. „გამომყევით! არავინ გაჩერდეთ და არ ილაპარაკოთ! უფროსი აქ მე ვარ!"-ამ სიტყვებით იბრაგიმოვიჩმა თანაგუნდელებს საკმაოდ მკაცრი ტონით მიმართა. ერთადერთი, ვინც მის განკარგულებას არ დაემორჩილა, ბრაზილიელი ლუკასი იყო, რომელმაც ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
მასალის გამოყენების პირობები