ვანის რაიონის სოფელ შუამთაში ბოროტმოქმედებმა მამფორიების ოჯახი დააყაჩაღეს. სამი ნიღბიანი პირი სახლში იმ დროს შეიჭრა, როდესაც ცოლ-ქმარი მარტო იმყოფებოდა. ოჯახის უფროსის თქმით, ერთ-ერთ თავდამსხმელს თან ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა.
მძარცველებმა ოჯახის წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი აწამეს. ბოროტმოქმედებმა სახლიდან 5 ათასი ლარის და ძვირფასეულობის წაღება მოახერხეს.
მასალის გამოყენების პირობები