მოამარაგებს თუ არა შეერთებული შტატები უკრაინას ლეტალური იარაღით? თავდაცვის მინისტრის პოსტზე პრეზიდენტ ობამას მიერ წარდგენლი კანდიდატი ეშტონ კარტერი ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, უკრაინელ ხალხს რუსეთის აგრესიის შეჩერების საშუალება უნდა მიეცეს, რაშიც მათ დახმარება შეერთებულმა შტატებმა უნდა გაუწიოს. ამჟამად პენტაგონი კიევს მხოლოდ არალეტალურ იარაღს აწვდის. ვითარება კი დონბასში კვლავ უკიდურესად დაძაბული რჩება. მხარეები ერთმანეთს მძიმე არტილერიით ბომბავენ, რასაც ყოველდღიურად ათობით ადამიანი ეწირება.