ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი შეერთებული შტატების მიერ უკრაინის ლეტალური იარაღით მომარაგებას გამორიცხავს. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტი ძალისმიერი გზით ვერ გადაიჭრება. ამასთან, ბაიდენი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულებას დაიწყებს, ვაშინგტონი სანქციების პოლიტიკას გადახედავს. უკრაინის ფინანსური მხარდაჭერის საკითხს კი ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გერმანიის კანცლერსა და უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას განიხილავს.
მასალის გამოყენების პირობები