დონბასში განვითარებულ მოვლენებს გაეროს გენერალური მდივანი ეხმაურება. კონფლიქტის ესკალაციის გამო ბან კი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს და კონფლიქტის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაციას უჭერს მხარს. დებალცევოდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია უკვე მეორე დღეა გრძელდება. ქალაქი საარტილერიო ჭურვებით ინტენსიურად იბომბება. მხარეებს დროებითი ზავისკენ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ფედერიკა მოგერინიც მოუწოდებს.