ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი იწყება. ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს პოზიციების გაძლიერების საკითხს განიხილავენ. უახლოეს ხანებში ალიანსი აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალების განთავსებას გეგმავს, რომელშიც 4 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაერთიანდება. ნატოს გეგმები უკრაინაში განვითარებულ მოვლენებსა და რუსეთის მხრიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს უკავშირდება.