კიევი კასეტური ბომბების გამოყენების ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. საგანგებო განცხადება ანტიტერორისტული ოპერაციის პრეს-ცენტრის წარმომადგენელმა ალექსანდრ მოტუზიანიკმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები კასეტურ ჭურვებს არც ამბოხებულებისა და არც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არ იყენებს. მანამდე ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ ოფიციალური დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 27 იანვარს ლუგანსკი კასეტური ჭურვებით დაიბომბა.
მასალის გამოყენების პირობები