დონეცკის ქალაქის საავადმყოფოს საარტილერიო ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
,,ჩვენს ხელთ არსებული პირველადი ინფორმაციით, დაიღუპა 4 ადამიანი. ერთ-ერთი მათგანი, სროლის მომენტში, საავადმყოფოს ახლო-მახლო იმყოფებოდა, დანარჩენი სამი ჰუმანიტარული დახმარების რიგში იდგა." - განაცხადა სეპარატისტული დონეცკის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა ალექსეი კოსტრუბიცკიმ.
მის მიერ მოგვიანებით გაავრცელებულ ინფორმნაციაში მითითებულია, რომ აფეთქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
კოსტრუბიცკის თქმით, ჭურვის ნამსხვრევები საავადმყოფოს მეზობლად მდგარ შენობებსაც მოხვდა და მსხერპლის რაოდენობა ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არ არის.
მასალის გამოყენების პირობები