ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით გამოეხმაურა და აღნიშნა, ევროკავშირი თანამშრომლობს ,,საის-"თან, ,, საერთაშორიო გამჭვირვალობა საქართველოსა" და ,,სამართლიან არჩევნებთან" და მხარდაჭერას უცხადებს.
,,მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირება და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, განსაკუთრებით ისეთ ქვეყანაში რომელიც სწრაფი ტრანსფორმირების ეტაპზეა. განსაკუთრებით აღვნიშნავ ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსა" და ,,სამართლიანი აჩვენების" კარგ მუშაობას. ევროკავშირი თანამშრომლობს და მხარდაჭერას უცხადებს ამ ორგანიზაციებს"_განაცხადა ელჩმა.
ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, იგი არასამთავრობო ორგანიზაციებზე კვლევის ჩატარებას გეგმავს, რადგან ამ მიმართულებით ბევრი კითხვა არსებობს.
,,არასამთავრობოებზე ცალკე კვლევას ვაკეთებთ, მთავრობაზე დიდი არასამთავრობოები რომ არიან, მათზე, უფრო სწორად პიროვნებებზე - ლომჯარიაზე, გიგაურზე, კოჟორიძეზე. ჩვენ საინტერესო კვლევას დავდებთ მათზე. ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს. თვითონ მათზე გვაქვს კითხვები, რამდენადაც ტაბუ დაადეს რაღაც საკითხებს - არასამთავრობოებს ვერ შეეხებოდით, ასევე ცდილობდნენ, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არ გაგვეკრიტიკებინა", - განაცხადა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები