ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებულებს აღმკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
დღევანდელ სხდომაზე კი პროკურატურა 11-ე ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, დაცვის მხარე კი გირაოს დაკისრებას.
შეგახსენებთ, რომ მთავრმა პროკურატურამ .წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ორი დღის წინ გახსნა და 11 პირი დააკავა. საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა", „ზ" და „თ" ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 10 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
მასალის გამოყენების პირობები