ცნობილი უკრაინელი ჩოგბურთელი ალექსანდრ დოლგოპოლოვი საერთაშორისო ტურნირებზე ეროვნული დროშის ფერი ფორმით გამოვა. ამის შესახებ მსოფლიოს 24-ე ჩოგანმა ინსტრაგრამის გვერდზე დაწერა. "მადლობა დიზაინერებს, რომლებმაც ჩემი სპორტული კოსტუმი უკრაინული დროშის ფერებს მაქსიმალურად დაუახლოვეს,"-წერს დოლგოპოლოვი, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობას პირველ ტურშივე გამოეთიშა. მეორე უკრაინელი ფეხბურთელი სერგეი სტახოვსკი კი დიდი შლემის ტურნირზე უკრაინის დროშის ფერი მაისურით გამოვიდა, წარწერით "დიდება კიბორგებს!"
მასალის გამოყენების პირობები