რუსეთში წამლების ღირებულება სავარაუდოდ 20 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ მოსახლეობას პრემიერი დიმიტრი მედვედევი აფრთხილებს. მისი თქმით, მედიკამენტების ღირებულების მატება რუბლის კურსის მერყეობით არის გამოწვეული. "ჩვენ არ ვაპირებთ წამლების ფასებზე სახელმწიფო რეგულაციების დაწესებას, რადგანაც ეს ძალიან საფრთხილო თემაა. ჯერჯერობით ამის აუცილებლობა არ არსებობს,"-აცხადებს მედვედევი.
მასალის გამოყენების პირობები