ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე" რუსეთი მის ტერიტორიაზე შესვლის მსურველ უკრაინელებს საზღვარგარეთის პასპორტებს არ მოსთხოვს.
ამის შესახებ რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს და სინანული გამოთქვეს უკრაინის ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, რომლის ძალითაც რუსეთის მოქალაქეებს შიდა პასპორტით უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ.
,,სამწუხაროა, კიევის ასეთი გადაწყვეტილება, ვინაიდან ასეთი ქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გართულდება ორ სახელმწიფოს შორის მილიონობით მოქალაქის კონტაქტი, რომელთაც ნათესაური კავშირები აქვთ.
ჩვენ პირიქით, ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საჭიროა საზღვრის გადაკვეთისთვის ადრინდელი წესები შევინარჩუნოთ." - განმარტეს რუსეთის საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლებამ გუშინ განაცხადა, რომ მიმდინარე წლის 1 მარტიდან შიდა პასპორტის მქონე რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის საზღვრის გადაკვეთა აეკრძალებათ.
კიევმა თავისი გადაწყვეტილება საზღვარზე კონტროლის გამკაცრების სურვილით ახსნა.
რაც შეეხება რუსეთს, მან 2015 წლის 1 იანვრიდან შემოიღო წესი, რომლის ძალითაც დსთ-ს წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის რუსეთში შესვლა მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტებით არის შესაძლებელი.
გამონაკლისი მხოლოდ უკრაინელებისთვის არის დაშვებული.