ხვალ, 5 თებერვალს, 19:00 საათზე „ბიბლუსი გალერეაში" (ჭავჭავაძის ქ. 7) ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის გიორგი კეკელიძის წიგნის „გურული დღიურები" რეპრეზენტაცია და შემოქმედებითი საღამო გაიმართება.
ღონისძიებაზე გიორგი კეკელიძის წიგნიდან „მინიატურები" ილუსტრაციები გამოიფინება, რომელიც მხატვარ მაი ლაშაურს ეკუთვნის. წიგნიდან „გურული დღიურები" წარმოდგენილი იქნება პერფომანსი გურული გმირების მონაწილეობით.
საღამოზე ასევე გაიმართება გიორგი კეკელიძის და ზუმბას ერთობლივი კომპოზიციის „ქორწილი და განშორება ანაზდად, გნებავთ ანაზდად" პრეზენტაცია.