საუდის არაბეთი რუსეთის ხელისუფლებას ახალ პირობას უყენებს. ერ-რიადი ნავთობის მოპოვებას იმ შემთხვევაში შეამცირებს, თუ მოსკოვი სირიის მოქმედი პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მხარდაჭერას შეწყვეტს. საუდის არაბეთსა და რუსეთს შორის ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თვეზე მეტია გრძელდება, თუმცა კონკრეტულ შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს. იმ შემთხვევაში, თუ საუდის არაბეთი „შავი ოქროს" მოპოვებას შეამცირებს, ნავთობის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.
მასალის გამოყენების პირობები