იორდანიის ხელისუფლება ისლამისტებს აგრესიით პასუხობს. ორ რადიკალ ისლამისტს სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. რადიკალური ზომები ამანმა მას შემდეგ მიიღო, რაც „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა იორდანელი სამხედრო მფრინავი ცოცხლად დაწვეს. სივდილმისჯილთაგან ერთ-ერთი საჯიდ არ-რიშაუი ამანში 2005 წელს განხორციელებული ტერაქტის ორგანიზებაშია ბრალდებული, რასაც 60 ადამიანი ემსხვერპლა.