ლონდონში 2006 წელს მოკლული ფსბ-ს ყოფილი აგენტის, ალექსანდრ ლიტვინენკოს მეუღლე მორიგ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მარინა ლიტვინენკოს თქმით, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მისმა ქმარმა ისლამი მიიღო. მისივე მტკიცებით, ალექსანდრ ლიტვინენკოს სურდა სიკვდილის შემდეგ ჩეჩნეთში დაეკრძალათ. ლიტვინენკოს ქვრივი აცხადებს, რომ საავადმყოფოში მის ქმარს იმამი ახმად ზაკაევმა მიუყვანა.
მასალის გამოყენების პირობები