ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ 1991-95 წლების ბალყანეთის ომის დროს სერბეთსა და ხორვატიას ერთმანეთის მიმართ გენოციდი არ ჩაუდენიათ.
ხორვატიის ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ 1991 წელს სერბიის მხარემ ქალაქ ვუკოვარსა და ქვეყნის სხვა დასხლებულ პუნქტებში გენოციდი მოაწყო.
,, ხორვატიამ ვერ შეძლო დაესაბუთებინა პრეტენზია იმის შესახებ, რომ გენოციდი სერბიამ ჩაიდინა." - განცხადა ჰააგის სასამართლოზე მოსამართლე პეტერ ტომკამ.
თავის მხრივ, სერბია ხორვატიას თავისი ტერიტორიიდან 200 ათასი სერბის გასახლებას ედავებოდა.
ვერდიქტის გამოტანისას ტომკამ აღნიშნა, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს ძალადობრივი აქტები ორივე მხარემ ჩაიდინა, თუმცა, საერთაშორისო სასამართლოზე ვერც ერთმა მხარემ ვერ წარადგინა საკმარისი მტკიცებულება, რაც გენოციდის შემცველ ფაქტებს უტყუარად დაადასტურებდა.
შეგახსენებთ, რომ 1991-95 წლებში ყოფილი იუგოსლავიის ტერიტორიაზე მიმდინარე კონფლიქტის დროს 20 ათასი ადამიანი დაიღუპა.
განსაკუთრებით დაზარალდა ხორვატიის ქალაქი ვუკოვარი, რომელიც 1991 წელს სამი თვის განმავლობაში სერბების მიერ იყო ოკუპირებული. ამ პერიოდში ათეულ ათასობით ეთნიკური ხორვატი ლტოლვილი გახდა.
ოთხი წლის შემდეგ, 1995 წელს ხორვატიის არმიამ სერბეთში ჩაატარა სამხედრო ოპერაცია სახელწოდებით ,,ქარიშხალი," რომლის დროსაც 200 ათასი სერბი იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა.
მასალის გამოყენების პირობები