დასავლეთს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის დეფაქტო მიწოდება პრაქტიკულად უკვე დაწყებული აქვს. ამის შესახებ დონეცკის დეფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დენის პუშილინმა განაცხადა. "უკრაინის შეიარაღება უკვე დაწყებულია. ისინი ჩვენს წინააღმდეგ ნატოს მიერ მიწოდებულ ჭურვებს იყენებენ, რაც კონფლიქტის ესკალაციას იწვევს, იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. ისინი ჩვენს წინააღმდეგ ამერიკული მეთოდებით იბრძვიან, გვესვრიდან შორი მანძილიდან, გვბომბავენ მძიმე არტილერიით, რითაც დიდ ზარალს გვაყენებენ,"-აღნიშნა პუშილინმა.
მასალის გამოყენების პირობები