საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ გურჯაანის სასამართლოში მომხდარი ინციდენტში პასუხისმგებელი პირები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. საგანელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, პატიმრის გაქცევა წინასწარ დაგეგმილი ყოფილიყო.
,, ეს თემა შესწავლილი იქნება და პარლამნეტიდან მოხდება აუცილებლად მისი კონტროლი. ის პირები რომლის პასუხისმგებლობაც იყო ამ საქმეში უნდა დაისაჯონ. ვფიქრობ, შემთხვევით ასეთი რამ არ ხდება, შეიძლება სხვა მოვლენასთან გვქონდეს საქმე, ანუ წინასწარ ხომ არმილი", _განაცახდა საგანელიძემ.
შეგახსენებთ, რომ სასამართლოს შენობიდან სამართალდამცველებს პატიმარი გაექცათ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს" შსს-ში განუცხადეს შემთხვევა გუშინ მოხდა.
ინციდენტი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მოხდა.
ამასთან პროკურატურა იმ პოლიციელთა საქმეს შეისწავლის რომელთაც მსჯავრდებული სასამართლოდან გაექცათ. Aამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებები პატიმრის დასაკავებლად.