ავეტისიანების ოჯახის წევრების მკვლელობის ბრალდებით დაკავებული რუსი ჯარისკაცის, ვალერი პერმიაკოვის სასამართლო პროცესი გიუმრში, რუსეთის სამხედრო გარნიზონში გაემართება.
ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინტერფაქსი" ავრცელებს.
ამჟამად მხარეებს შორის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით ერთიანი საბრალდებო დასკვნის მიღების შესახებ მსჯელობა მიმდინარეობს.
სასამართლომ უნდა განიხილოს ასევე რუსეთის სამხედრო გამომძიებლების მიერ წაყენებული ბრალდება, რაც პერმიაკოვის მიერ ნაწილის უნებართვოდ დატოვებას, დეზერტირობას და მის მიერ იარაღის წაღებას უკავშირდება.
შეგახსენებთ, სომხეთის ქალაქ გიუმრიში 12 იანვარს ავეტისიანების ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ოჯახის 7 წევრი დაიღუპა.
დანაშაულში ეჭვმიტანილი ვალერი პერმიაკოვი, რომელიც გიუმრში განთავსებული რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზიდან იყო გაქცეული, თურქეთის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.