კერძო საპესიო ფონდის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში ფინანსური ბარზის განვითარებას შეუწყობს ხელს. ამის შესახებ ~ჯი-ეიჩ ენს~ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ განუცხადა.
~კერძო საპენსიო ფონდები ყველა ქვეყანაში ფინანსური ბაზრის განვითარებისთვის მთავარი ინსტრუმენტებია. სამწუხაროდ, საქართველოში ეს ეს სისტემა არ მუშაობს. საპენსიო ფონდები ის ორგაზანიზაციებია, რომლებიც მთელს მსოფლიოში ფინანსური ბაზრების განვითარებას უზრუნვეყოფენ, მაგალითად ისეთების, როგორიცაა საფონდო ბირჟები~, - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისი თქმით, საქართველო საფონდო ბირჟის განვითარების კუთხითაც ჩამორჩენილია. იმისთვის, რომ ქვეყანაში ფინანსური ბაზარი განვითარდეს და კომპანიებმა საბნკო სექტორისგან ალტეარნატიულად, გაცილებით იაფად შეძლონ კრედიტის მიღება, ბევრი რამაა გასაკეთებელი.
ამასთან, ჭირაქაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კერძო საპენსიო სისტემის აწყობა შესაძლებელია, თუმცა, ამას დრო დასჭირდება.
კერძო საპენსიო სისტემის ჩამოყლიბებაზე მუშაობა ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.