კამერუნელი ფეხბურთელი სამუელ ეტოო თამაშს ჩინურ კლუბში გააგრძელებს. იტალიურ "სამპდორიადან" ის "შანჰაი შანჰუაში" გადადის. კონტრაქტის ღირებულება 8 მილიონ ევროს შეადგენს. კლუბში ის 2 წლით დარჩება. "სამპდორიაში" ეტოო 27 იანვარს ინგლისური "ევერტონიდან" გადავიდა, თუმცა 2 კვირაში კლუბის დატოვების სურვილი გამოთქვა. ამის მიზეზად კამერუნელმა მთავარი მწრთვნელის მეთოდიკა დაასახელა, რომელსაც ვერ შეეგუა. 33 წლის ფორვარდი მანამდე მახაჩკალას "ანჟიში," ლონდონის "ჩელსიში," იტალიურ "ინტერში," ესპანურ "ბარსელონასა" და "რეალში" თამაშობდა.
მასალის გამოყენების პირობები