შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (ბათუმი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ქობულეთის საზღვაო რაიონში, თევზჭერის წესების (თევზჭერის სპეციალური მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ ზღვიდან ქისა ბადით ამოღებული იქნა სტავრიდა 3000კგ, ხოლო სარეწაო ჟურნალში გატარებული იქნა როგორც 3000კგ ქაფშია) დარღვევის ბრალდებით საქართველოს დროშით მცურავი თევზმჭერ გემ "KUL B/C-1"-ის კაპიტანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად 500 ლარით დააჯარიმეს.
მასალის გამოყენების პირობები