ქარელი რაიონის სოფელ ძნელიჯვარში 47 წლის ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების განცხადებით ქალმა თავი საკუთარი სახლის სარდაფში ჩამოიხრჩო.
მათივე ცნობით, გარდაცვლილი მისმა უფროსმა ვაჟმა იპოვა. ოჯახის წევრებისთის სუიციდის მიზეზი უცნობია. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდნარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.