8 თებერვალს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის მცირე დარბაზში „მუსიკა მშვიდობისათვის" საერთაშორისო საქველმოქმედო პროექტის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ: მარია ნემცოვა, ვიტალი ვატულია, ევგენი ნოვიკოვი, დიმიტრი უვაროვი, ხუან მანუელ დომინგესი.
პროგრამაშია: შუმანის, ბრამსის, ჩაიკოვსკის, გრიგის, გლასის და ლაგოს ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია.