ექსპერტ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, ძიძიგური-დავითაშვილი მოსკოვში ვიზიტი რუსული მხრიდან აღტკინება არ მოჰყვება.
"რუსეთში სტუმრობა ქართველი მამაკაცებისთვის ცხოვრების წესად იყო ქცეული და თუ ასეთი ჟანრი აღსდგა არც პოლიტიკოსები ასეთი ტიპის ტურისტულ აქციაში მონაწილეობის მიღებაზე იტყვიან უარს. ძიძიგური-დავითაშვილის სხვა ტიპის გეგმა ჩემთვის უცნობია. ჩემთვის ისინი, როგორც საერთაშორისო ურთიერთობის შესახებ დღემდე უცნობები იყვნენ", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას სოსო ცისკარიშვილმა და აქვე დასძინა, რომ შესაძლოა მათი მოსკოვში ვიზიტი ზურაბ ნოღაიდელის გავლენაც იყოს.
ამასთან, ექსპერტის შეფასებით, ძნელია იმის თქმა, რომ მოსკოვში "სამართლიან საქართველოს" ლიდერთან შეხვედრით ვინმე ბედნიერია.
"გამიჭირდება იმის თქმა, რომ ვინმე მოსკოვში ნოღაიდელთან შეხვედრით ბედნიერია, ახლა კი თუ მისი რეკომენდაციით ჩადიან კობა დავითაშვილი და ზვიად ძიძიგური მაშინ განსაკუთრებულ აღტკიენბით შეხვედრების გამართვა მოსალოდნელი არ არის. თუმცა ხომ გაგიგიათ, ნათქვამია "წინა კაცი უკანა კაცის ხიდია". თუ დავითაშვილი-ძიძიგური პუტინის პარტიის "ედძინაია რასიასას" წევრებთან შეხვედრაც აპირებენ, მაშინ გამოდის, რომ ამ პოლიტიკოსებს პარტიის კრებაზე ჯდომა ენატრება და თუ საკუთარი კრების მოწვევას თუ ვერ ახერხებს შეუძლია ამ "იძინაია რასიას" კრებას დასწრნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაიმე პოზიტივი მოლოდინი არ არის", - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნოღაიდელი-ბურჯანაძის შემდეგ მოსკოვში ვიზიტს "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი და "კონსერვატორების" ლიდერი ზვიად ძიძიგურიც გეგემავენ.