4 თებერვალს კიევს ევროკავშირის სპეციალური დელეგაცია ეწვევა. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე მხარეები უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხს განიხილავენ.
"4 რიცხვში ევროკავშირის მისია გვეწვევა, რომელიც ჩვენს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას შეაფასებს. უკრაინა ბრიუსელისგან არამხოლოდ პოზიტიურ სიგნალს მიიღებს, არამედ უკრაინის მოქალაქეებს მალე ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა შეეძლებათ,"-აღნიშნა იაცენიუკმა.